2024-03-15
პროგრესელებმა TKT-ის გამოცდა ჩააბარეს
ინგლისური ენის დეპარტამენტის მასწავლებლებმა TKT ( Teaching Knowledge Test) 1-ლი მოდულის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
TKT-ის გამოცდის ჩაბარება მასწავლებლებს ანიჭებს ენის სწავლების დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ უვადო კვალიფიკაციას.
გამოცდა შემუშავებულია კემბრიჯის მიერ, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა და შესაძლებლობების მასწავლებლებისთვის.
მიზანი: იმ უნარ-ჩვევათა შეფასება, რომლებიც ინგლისური ენის მასწავლებლებს ესაჭიროებათ სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებისთვის ინგლისური ენის წარმატებით სასწავლებლად.