Re:school- ის ღია კარის დღე პროგრესში
თუ ხარ 12-15 წლამდე, გაინტერესებს ვებ დეველოპმენტი და გსურს უფრო მეტი გაიგო რე:სქულის პროგრამების შესახებ, შემოგვიერთდი 30 მარტს, 15:00 საათზე პროგრესში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/fghH4pFGaDpPNnAF7
შეხვედრაზე Re:school-ის სასწავლო პროგრამების, ხედვების, მიზნებისა და ტექნოლოგიების, ასევე ბათუმში ახალი ვებ პროგრამირების ჯგუფის (აპრილიდან იწყება) შესახებ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას.
ღია კარის დღის ფარგლებში საშუალება გექნებათ შეხვდეთ, გაესაუბროთ და კითხვები დაუსვათ რე:სქულის დამფუძნებელ სალომე მგელაძესა და რე:ინვენთის დამფუძნებელს პავლე მგელაძეს
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ როგორც პროგრესის, ასევე, აჭარის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს (12-15 წელი).
დასწრება თავისუფალია!