პროგრესელების წარმატება
ოგრესის სკოლების საუნივერსიტეტო მრჩეველი, ქეთევან გორდეზიანი, როგორც მენტორი და მე-12 კლასის მოსწავლეები - საბა ქარაზანაშვილი და გიორგი ხუდოიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკაში, ჯერ სიეტლში, შემდეგ კი ვაშინგტონში გაემგზავრებიან.
საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 20-მა მოსწავლემ და 2-მა მენტორმა გამოთქვა. ხანგრძლივი და რთული ეტაპების (აპლიკაციის შევსება, ინტერვიუ) გავლის შემდეგ გამოვლინდა პროგრესის ორი მოსწავლე და ერთი მენტორი.
The On-Demand Youth Leadership Program (YLP): Community Service -ის სამ კვირიანი პროგრამა ახალგაზრდული ლიდერობის, მოხალისეობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოიცავს.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეები მოამზადებენ პროექტს, რომლის მიზანიც საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრა იქნება.