2024-02-26
კონფერენცია ჩატარდა თემაზე “თავისუფლება განათლებაშია”
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პირველი საჯარო გამოსვლის პრაქტიკა მიიღეს კონფერენციაზე “თავისუფლება განათლებაშია”.
კონფერენციაში მონაწილეობდა 32 მოსწავლე. მათგან ჟიურიმ 3 საუკეთესო თემის ავტორი გამოავლინა, რომლებსაც სასაჩუქრე ბარათები და სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენცია “თავისუფლება განათლებაშია” პროგრესის დაწყებითი განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი: საჯაროდ გამოსვლისა და პრეზენტაციისას შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება/გაუმჯობესება, თავისუფალ თემაზე დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკა.