2024-02-02
რა არის STEM განათლება და რა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს?
პროგრესის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს STEM მიმართულების ხელმძღვანელი, მენტორი უტა კილასონია შეხვდა და STEM -ის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სკოლაში დავით სონღულაშვილის სახელობის STEM ლაბორატორია ფუნქციონირებს.
დავით სონღულაშვილის პროგრამა „რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია“ მენტორს ეხმარება სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მათი დახმარებით, მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესში ჩართოს.
მოსწავლეებს ლაბორატორიაში ექსპერიმენტების ჩატარების, სამყაროზე მდაკვირვების, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამოცანების შესრულებისა და პროექტების შექმნის შესაძლებლობა აქვთ.