2023-12-30
გახდი პროგრესის მასწავლებელი” - პროგრამის ფარგლებში პროგრესის გუნდს 2 მასწავლებელი შემოუერთდა.
მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში მონაწილე პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა და სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრესი ორი წელია წარმატებით ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით “გახდი პროგრესის მასწავლებელი”. პროგრამა 4 თვე გრძელდება, მოიცავს სწავლებასა და სტაჟირებას.
პროგრამის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელი პროგრესის გუნდის წევრი ხდება.
ორგანიზებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს.