მასშტაბური ინოვაციური ბანაკი პროგრესში
ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა “პროგრესმა” მასშტაბურ ინოვაციურ ბანაკს უმასპინძლა თემაზე “ინოვაციები და ტექნოლოგიები”.
5 მოსწავლისგან შექმნილი ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ინოვაციურ პროექტებზე მუშაობდნენ. დღის ბოლოს კი 4 წუთიანი პრეზენტაციები წარადგინეს.
შეიქმნა 10 ყველაზე ინოვაციური,
აქტუალური და თანამედროვე სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. გამოვლინდა 1 გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულებს შორის 3 მოსწავლე ქუთაისისა და ბათუმის პროგრესს წარმოადგენდა.
გამარჯვებული გუნდის წევრები ჯუნიორ ეჩივმენტისგან და ღონისძიების პარტნიორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისათვის.