სასიამოვნო სიახლე მათთვის ვინც პროფესიულ განვითარებას გეგმავს!
ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას იწყებს.
სკოლის მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე წარდგენილი იქნა სკოლის ხედვა პროფესიული და უწყვეტი განათლების მიმართულებით.
მსურველებს უწყვეტი განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, იგეგმება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო, მათ შორის ინტეგრირებული და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
შეხვედრის ბოლოს პროგრესსა და კოლეჯ “ბლექსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კოლეჯი “ბლექსი” პროფესიული და უწყვეტი განათლების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერი იქნება.
შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა სექტორის ბიზნეს ორგანიზაციების, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#პროგრესისროლიპროფესიულგანათლებაში
#უწყვეტიგანათლება
#ახალიპროგრამები