2023-11-01
Re:school -ი პროგრესში
რესქულის დამფუძნებელი, სალომე მგელაძე სტუმრობდა პროგრესს გუნდთან ერთად
არაფორმალური განათლების სივრცის წარმომადგენლები მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. რესქულის გუნდის წევრებმა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების, რესქულის შექმნისა და მიზნების შესახებ ისაუბრეს.
რესქულით დაინტერესებულ პირებს ონლაინ მიმართა re:invent-ის დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ.
შეხვედრას პროგრესის ქართულ - ამერიკული სკოლების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინა ჩიკვაშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, Re:school-მა “პროგრესთან” პარტნიორობით, ბათუმში, ახალი ფილიალი გახსნა.