2023-10-20
მკვლევარები პროგრესში
აკადემიურ პერსონალსა და მოსწავლეებს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარები შეხვდნენ. შეხვედრაზე სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერებისა და დოკუმენტაციის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის პარალელურად, მოეწყო სტამბოლის ქართული სავანის საარქივო დოკუმენტების გამოფენა - წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის სამუშაო ვერსია.
ჩვენს ბიბლიოთეკას საჩუქრად ინსტიტუტის უახლესი გამოცემები გადაეცა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით მოეწყო.