2023-10-19
შენი ხმა პროგრესში!
სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, უმრავლესობამ საპასუხისმგებლო სტატუსი შემდეგ კანდიდატებს მიანიჭა:
- თვითმმართველობის პრეზიდენტი - ქეთევან ფუტკარაძე
- თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ თურმანიძე
- თვითმმართველობის მდივანი - ალექსანდრე ნეროზნიაკ
პროგრესელმა თვითმმართველობის წევრებმა უკვე ჩაატარეს პირველი სამუშაო შეხვედრა.
სკოლის თვითმართველობის მიზნებია:
- თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
- მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება;
- ცოდნით უზრუნველყოფა;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
- მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;
- კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.