2023-08-17
ჟურნალისტური გამოცდილების შედეგი - The Progress Gazzete -ს პირველი გამოცემა ინგლისურ ენაზე
Please welcome … The official progress newspaper - ასე იწყებს რედაქტორი, მარია ზაფარაბადი მკითხველთან კომუნიკაციას და სიამაყით აღნიშნავს, რომ პროგრესელებისთვის გაზეთის შექმნა ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარების კარგი შანსია. მაია კვირიტიძის, ინგლისური ლიტერატურის კურსის ხელმძღვანელის აქტიური ჩართულობით მოსწავლეებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს და სტატიები ინგლისურ ენაზე მოამზადეს. გაზეთის შექმნისა და გამოქვეყნების პროცესში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.