Search

+
“ღია კარის დღე სკოლა პროგრესში”

“ღია კარის დღე სკოლა პროგრესში” 

21მარტს სკოლა პროგრესში ჩატარდა ღია კარის დღის ღონისძიება . ღონისძიებაზე მოწვეული მშობლები გაეცვნენ პრეზენტაციას სკოლა პროგრესის შესახებ, დაესწრნენ საჩვენებელ გაკვეთილებს ბიზნეს უნარებში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ინგლისურში , მუსიკაში, მათემატიკაში. შეხვდნენ სკოლა პროგრესის STEM აკადემიის მოსწავლეებს,მოჭადრაკეებს, სპორტსმენებს და მოცეკვავეებს . ისიამოვნეს ქვილინგის და ებრუს წრის ბავშვების საგამოფენო ნამუშების ნახვით . ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იქნა მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ , რომელშიც დრამის და მუსიკის პედაგოგებთან ერთად სკოლა პროგრესის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. მოწვეულ მშობლებს, გიდობას უწევდნენ სკოლა პროგრესის 11 კლასის მოსწავლეები .