!-- Facebook Pixel Code -- script !function(f,b,e,v,n,t,s) {if(f.fbq)return;n=f.fbq=function(){n.callMethod n.callMethod.apply(n,arguments)n.queue.push(arguments)}; if(!f._fbq)f._fbq=n;n.push=n;n.loaded=!0;n.version='2.0'; n.queue=[];t=b.createElement(e);t.async=!0; t.src=v;s=b.getElementsByTagName(e)[0]; s.parentNode.insertBefore(t,s)}(window, document,'script', 'httpsconnect.facebook.neten_USfbevents.js'); fbq('init', '386962878533965'); fbq('track', 'PageView'); script noscriptimg height=1 width=1 style=displaynone src=httpswww.facebook.comtrid=386962878533965&ev=PageView&noscript=1 noscript !-- End Facebook Pixel Code --

Search

+

რატომ პროგრესი

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მიზანია აღზარდოს პროგრესულად მოაზროვნე ლიდერთა თაობა, რომელიც ისწრაფვის უწყვეტი განათლებისკენ, პროგრესისა და უკეთესი მომავლისკენ ჩვენს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

ჩვენი ღირებულებები და რწმენა ხორცშესხმულია ჩვენი სკოლის კულტურასა და კლიმატში, რომელიც ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ  შექმნა საქმისადმი ერთგულებით,  თავდადებით, ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.

ჩვენ გვჯერა საერო განათლების ღირებულებების, რომელიც ასახავს კაცობრიობის უნივერსალურ მორალურ, ეთიკურ და სამოქალაქო პრინციპებს.

ჩვენ გვჯერა, თითეული ბავშვი უნიკალურია და განსხვავებული ინტერესები და მისწრაფებები გააჩნია. ჩვენ სკოლას აქვს ამბიცია და ერთგულია იმ პრინციპების, რომელიც  უზრუნველყოფს გარემოს, სადაც ჩვენი მოსწავლეები იგრძნონ, რომ სკოლა პატივს სცემს და ხელს უწყობს  მათ ინდივიდუალიზმსა და მისწრაფებებს.

ჩვენ  გვჯერა, რომ ჩვენი სკოლა არის თემი, რომელიც სწავლობს, ჩვენ ერთგულები ვართ მოსწავლეთა და მასწავლებელთა უწყვეტი განათლების იდეის.

ჩვენ გვჯერა  აკადემიური წესიერების.  პატივს ვცემთ მრავალფეროვნებას და გვწამს, რომ ჩვენს მოსწავლეებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას და პროგრესს.

  • ჩვენი გუნდი

ჩვენ ვართ პროფესიონალი და ერთგული თანამშრომლების გუნდი, ჩვენ შთავაგონებთ და ვახალისებთ ჩვენს მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას, ცნობისმოყვარეობას და პატივისცემას.

  • სასკოლო სასწავლო გეგმა

ჩვენ გთავაზობთ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო გეგმას,  ვცდილობთ ჩვენი სწავლა – სწავლება დავუკავშიროთ ცხოვრების რეალურ გამოწვევებს და მოვამზადოთ  მოსწავლეები, როგორც მომავალი ლიდერები, რომლებიც შეძლებენ პრობლემების გადაჭრას.

  • უცხო ენების პროგრამა

ჩვენი მოსწავლეები სარგებლობენ უპირატესობით, დაეუფლონ რამდენიმე უცხო ენას და მიიღონ განათლება რომელიც ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეების საერთო ევროპული  ენობრივ  სტანდარტებს შეესაბამება.

  • მოქალაქობა და სეკულარიზმი

ჩვენი სკოლა ხელს უწყობს  სამოქალაქო  და მშვიდობის განათლებას. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები აღიზარდნონ ტოლერანტები უცხო კულტურების, რელიგიების და ღირებულებების მიმართ.

  • მშობელთა და მასწავლებელთა საბჭო

მშობელთა და მასწავლებელთა საბჭო ყოველ წელს აირჩევა 1 წლის ვადით და მასში თითეული საფეხურიდან 2 მშობელია წარმოდგენილი. მშობელთა და მასწავლებელთა საბჭოს მიზანია,უზრუნველყოს სასკოლო საზოგადებაში მშობელთა ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა. საბჭოზე ხდება ყველა იმ პროექტის  წარდგენა და გაცნობა, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს  უნდა განხორციელდეს. საბჭო განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და არსებითია.