!-- Facebook Pixel Code -- script !function(f,b,e,v,n,t,s) {if(f.fbq)return;n=f.fbq=function(){n.callMethod n.callMethod.apply(n,arguments)n.queue.push(arguments)}; if(!f._fbq)f._fbq=n;n.push=n;n.loaded=!0;n.version='2.0'; n.queue=[];t=b.createElement(e);t.async=!0; t.src=v;s=b.getElementsByTagName(e)[0]; s.parentNode.insertBefore(t,s)}(window, document,'script', 'httpsconnect.facebook.neten_USfbevents.js'); fbq('init', '386962878533965'); fbq('track', 'PageView'); script noscriptimg height=1 width=1 style=displaynone src=httpswww.facebook.comtrid=386962878533965&ev=PageView&noscript=1 noscript !-- End Facebook Pixel Code --

Search

+

დაწყებითი სკოლა

დაწყებითი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაში, აქედან გამომდინარე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენ პატარებს შევუქმნათ კეთილგანწყობილი და მზრუნველი გარემო, გარემო, რომელშიც მოხდება ბავშვის შეგუება სკოლასთან და კლასიდან კლასში გადასვლა მოსწავლისთვის იქნება ბუნებრივი და მარტივი. მცირე ზომის კლასები, ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდები ემსახურება სკოლის მისიასა და ხედვას და ხელს უწყობს თვით დისციპლინას, ახალისებს  ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას, რომელიც თავი მხრივ პატარებს უნერგავს მომავალში უწყვეტი განათლებისადმი სწრაფვას. ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მასწავლებლები იყენებენ ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს, რითაც აძლიერებენ თითოეული ბავშვის ემოციურ, ინტელექტუალურ, სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განვითარებისა და მიღწევების ეტაპებზე- სკოლამდელი საფეხურიდან დაწყებული საბაზო საფეხურის ჩათვლით. როცა ახალი უნარ ჩვევების სწავლება და განმტკიცება ხდება მშობლის, ბავშვის და მასწავლებლის ერთად მუშაობა სწავლას აქცევს სასიამოვნო და მხიარულ პროცესად. სწავლისადმი ასეთი მიდგომით, ოჯახისა და სკოლის მჭიდრო თანამშრომლობით  ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ბავშვმა მიიღოს  ინდივიდუალური მზრუნველობა.